ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერიის განცხადება საფესტივალო ბანერებზე
20 სექტემბერი, 2021, 16:25
მერიის განცხადება საფესტივალო ბანერებზე

თბილისი (GBC) - თბილისის მერია პროექტ „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მცდარია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა.

 

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.

 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც  თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თბილისში კახა კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები