| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

· პროექტს დიდი სარგებლი მოაქვს აზერბაიჯანისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის
· ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საბადოს 27 წლის იუბილეს დამდეგს
· კიდევ ერთი წარმატების ამსახველი გვერდი დაემატა მსოფლიო დონის საბადოს მუშაობის შესანიშნავ ამბავს, რომელიც არაჩვეულებრივი თანამშრომლობის და უსაფრთხოების, საიმედოობის და მაღალი გერმოსდაცვითი სტანდარტებით მუშაობის შესახებ მოგვითხრობს
ბი-პი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ნავთობის საბადოს ოპერატორია.
პროექტში მისი პარტნიორები არიან - SOCAR, MOL, INPEX, Equinor, ExxonMobil, TPAO,
ITOCHU, ONGC Videsh Limited (OVL). მათი სახელით
ბი-პი სიამაყით აცხადებს, რომ 2021 წლის 18 სექტემბერს საბადომ 4 მილიარდი ბარელი ნავთობი
აწარმოა.
საბადოდან
წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის
ნავთობსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენის)
საშუალებით განხორციელდა. ნავთობი ბაქოს ახლოს მდებარე სანგჩალის ტერმინალიდან
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდა.
ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა
პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ეს უდიდესი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ აზერი-ჩირაგ-გუნაშლი მსოფლიო დონის საბადოა. როგორც მისი ოპერატორი, ჩვენ ვამაყობთ
საბადოს შესანიშნავი მუშაობის ისტორიით, რაც კიდევ მრავალ ათწლეულს გაგრძელდება. 1997
წლის 7 ნოემბერს საბადომ წარმოება ჩირაგის პლატფორმიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩირაგის
ისტორია გრძელდება. ახლა კი, 24 წლის შემდეგ, რაც მას 7 ახალი თანამდეროვე პლატფორმა
მიემატა, ისტორიული ჩირაგი ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან
პროდუქციის უსაფრთხოდ, ეფექტურად ად საიმოდოდ წარმოებაში.
დღეს აზერბაიჯანი აღნიშნავს ‘საუკუნის კონტრაქტის’ ხელმოწერის
27 წლისთავს და ეს მნიშვნელოვანი დღე აზერბაიჯანის ახალ ისტორიაში მენავთობის დღეა.
აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობი კი ამ დღესასწაულისთვის
შესანიშნავი ძღვენია. აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადომ ნავთობის წარმოების, ქვეყნისთვის
და აქციონერებისთვის მოტანილი სარგებელის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მდგრადი განვითარების
შესაძლებლობების შექმნის გარდა, ხელი შეუწყო კასპიის რეგიონის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან
ენერგომწარმოებლად და ტექნოლოგიურად ნავთობის
და გაზის განვითარების მოწინავე რეგიონად ჩამოყალიბებას. როგორც ოპერატორი ჩვენ ერთგულად
ვმუშაობთ მთავრობასთან, სოკართან და ყველა სხვა ბიზნესპარტნიორთან, რათა აზერი-ჩირაგ-გუნაშლიმ
ქვეყნის განვითარებაში მნიშვნლოვანი წვლილი
შეიტანოს შემდეგი სამი ათწლეულის მანძილზე.
ფაქტები აზერი-ჩირაგ-გუნაშლის
შესახებ
·
პირველად აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების
შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. დღემდე საბადოს განვითარებაში
დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
·
2017 წელს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება
2049 წლის ბოლომდე გაგრძელდა.
·
დღესდღეობით აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს რვა პლატფორმა აქვს - ექვსი საწარმოო
და ორი საპროცესო, გაზის საკომპრესორო, წყლის ინიექციის და მომსახურების პლატფორმები.
საბადოს შემდგომი განვითარების პროექტი - აზერის ცენტრალური აღმოსავლეთი (ACE) - ამჟამად
მშენებლობის ფაზაშია და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
პირველი ნავთობის მიღება 2023 წელს არის მოსალოდნელი.
·
პლატფორმები ნავთობს და გაზს ბაქოს ახლოს ხმელეთზე მდებარე სანგაჩალის ტერმინალს
აწვდიან, რომელიც მსოფლიოში ნავთობის და გაზის
უდიდესი ტერმინალია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss