| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩამოვიდეს, ძალიან მინდა რომ ჩამოვიდეს,იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, რომ გამოვკეტავთ ციხეში", - პრემიერმა რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობრივ საქმეებზე, ვერავინ აღუდგება წინ და ვინც აღუდგება მის ბედს გაიზიარებს.
"კანონის აღსრულებას არავის შევეკითხებით", - ღარიბაშვილის ვერსიით, უკერაინაში სააკაშვილის მოღვაწეობა ბიზნესმენების დაკვეთით პოლიტიკოსების დაშანტაჟებაა და ამ საქმიანობით შოულობს ის ფულს.
ექსპრეზიდენტის დაკავებას რა საერთაშორისი გამოხმაურება მოყვება და რამდენად დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს, კითხვაზე, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ყველამ, მათ შორის უცხოელმა პარტნიორებმა იციან, ის ვინც არის და ვინც არ იცის "მათ ავუხსნით".
ამასთან, ღარიბაშვილს, სააკაშვილის ჩამოსვლის ბოლომდე მაინც არ სჯერა. როგორც მან თქვა, ექსპრეზიდენტმა 16 -ჯერ დაანონსა და ჯერ არცერთხელ ჩამოსულა.
ნაცმოძრაობის რეიტინგზე, რაც ხალხის 27% მხარდაჭერას გულისხმობს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 27%-დან, 5-6% მიშისტია, დანარჩენი კი გაბრაზებული მოსახლეობა. ასევე მისი ლოგიკით, გამოდის, რომ 73% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა.
"მარტივად მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში", - თქვა ღარიბაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss