ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
covid საპრევენციო მოთხოვნებს 13 000 -მდე გადამხდელი გაეცნო
17 სექტემბერი, 2021, 12:54
covid საპრევენციო მოთხოვნებს 13 000  -მდე გადამხდელი გაეცნო

თბილისი (GBC) - უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 12 976 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.

ზემოაღნიშნული მოთხოვნები მოიცავს: ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 10 და მეტი დასაქმებული, შესასვლელში უნდა ჩაატარონ თერმოსკრინინგი; სავაჭრო ობიექტებმა, რომლის სავაჭრო ფართობი არის 20მ2 და ნაკლები, უნდა დაუშვან სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებელი, ხოლო 20მ2-ის ზევით, ყოველ 20მ2  სავაჭრო ფართზე – 1 მომხმარებელი; შესასვლელში უნდა იყოს: დეზობარიერი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერები კი სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე; ზედაპირების დასუფთავებისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხსნარები; შესასვლელში და სამუშაო ადგილებზე უნდა ჰქონდეთ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი; ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა ჰქონდეთ დახურული კონტეინერები ასევე უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი პირბადის გამოყენებაზე.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები