ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარლამენტში მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა განიხილეს
17 სექტემბერი, 2021, 14:49
პარლამენტში მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა განიხილეს

თბილისი (GBC) - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს გააცნო ნიკანორ მელიას განცხადების შინაარსი, რომლითაც მან 2021 წლის 3 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

 

კომიტეტმა დაადგინა ნიკანორ მელიას მიერ წარდგენილი განცხადების ნამდვილობა, რის შესაბამისადაც, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლების თანახმად უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მოთხოვნა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

„ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები