| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის ტურისტულ საერთაშორისო ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო.
შპს ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ანთიძემ KOKO arhitektid-ის დამფუძნებელს ანდრუს კორესაარს უმასპინძლა.
ესტონურს KOKO arhitektid-ს მასშტაბური ტურისტული ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში აქსვ მომზადებული .
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ოქტომბრიდან (2021) სრულად გაიხსნება და ნებისმიერი ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომს გახდის ენგურჰესის კაშხლის აქამდე ყველასთვის დახურულ უბნებს.
ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.
სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა, რაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
სამხრეთ კავკასიაში, 1300 მგვტ სიმძლავრის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰესი მდინარე ენგურზე. 1961-1978 წლებშია აშენებული.
ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ ჯვართან ქმნის წყალსაცავს (მოცულობა — 1 მლრდ მ3, სიგრძე — 30 კმ).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss