ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ესპანური IT კომპანია შემოვიდა
17 სექტემბერი, 2021, 11:40
საქართველოში ესპანური IT კომპანია შემოვიდა

თბილისი (GBC) - საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს.

ეკონომიკისმინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო  საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან  ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის  საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები