| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი თანაპარტიელებსა და მხარდამჭერების სისტემურ წნეხზე აცხადებს.
მისი თქმით, პროკურატურამ მხოლოდ 2-3 შემთხვევაზე თვალის ახვევის მიზნით დაიწყო გამოძიება, რომელიც დაშინებული დაზარალებულების გამოკითხვით შემოიფარგლება და დუმან
"ოცნებამ პრაქტიკულად მოსპო სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში.. ირაკლი კობახიძე არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, არ გახლავთ არის პროკურატურა, შს სამინისტრო. კიდევ ბევრს ჭორაობდა კობახიძე, რაც ჩვენი გადმოსახედიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენ მოვთხოვეთ მათ გამოძიების დაწყება.
შევახსენებ პროკურატურას, რომ დაახლოებით ორი თვის წინ კობახიძის ერთ-ერთ პირველ ჭორზე გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, რომელიც პოლიტიკურ განზომილებად შეაფასეს და რეაგირება ამაზე ვერ მოახდინეს, არადა სისხლის სამართლის ნიშნები იყო
სახელმწიფოს ღალატზე და გახარიას მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების თითქოსდა მცდელობაზე. ამიტომ, აი ამ ვარაუდების გამოთქმის ნაცვლად, არავის აქ არაფრის არ ეშინია და კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობასაც - თუ რამის თავი აქვთ, ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რადგან სამწუხაროდ ისეთი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული ძალოვანი უწყებები, რომ ნდობა პრაქტიკულად ნულის ტოლია - ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები, ჩართონ სახალხო დამცველი და საზოგადოებას გამოუტანონ და დაუდონ სიმართლე. არავის არც დაკითხვაზე მისვლის ეშინია, არც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ეშინია - ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ. რადგან ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდად დამთავრდება, პირველ რიგში ქვეყნის იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss