| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე მუშაობს.
ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ესპანეთის ელჩის საქართველოში ფრანცისკო ხავიერ ერგეტა გარნიკას შეხვედრის მიზეზი.
მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში კოვიდ-ის მართვის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზების მიმართულებით, ხოლო ესპანეთი, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნები, პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს.
ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss