| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მგლის გადამრჩენლებს
პასუხისგება მოუწევთ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
გმირობის ამბავში, ქარელის რაიონული სასამართლო გმირების პროფესიონალიზმში
შეიტანს ეჭვს, თუ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს
კომპეტენციაში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა.
სამინისტრომ, სოციალურ ქსელში მგლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე,
ოპერატიული რეაგირების შესახებ, ინფორმაცია ოთხშაბათს გაავრცელა.
იუწყებოდა, რომ ბებნისის მოქალაქეს, მგელი, საკალმახის
ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.
მგლის დამტყვევებელი კახაბერ წიქარიშვილი კი შვილივით
გაზრდილ ძაღლის ბედზე დარდობს, რამდენად გაუძლებს ცხოველი, ცხვარიჭამიას
ცხოველთა თავშესაფრის პირობებს, სადაც ის ოპერატიულმა მუშაკებმა, როგორც
სამინისტრო იუწყება, კონფისკაციის შემდეგ გადაიყვანეს.
1.7 თვის ჰასკის ჯიშის ძაღლის პარტრონის,
შპს "წიქარას" დამფუძნებლის მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის
ოქმები 2 მუხლით შეადგინეს, რაც კონფისკაციის გარდა, ცხოველისადმი
არასათანადო მოპყრობის და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებისთვის, 100-
500 ლარიდან, 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
წიქარიშვილი ლეკვზე ზრუნვის, მისი გამოკვების ამსახველ ფოტო
და ვიდეო მასალას სასამართლოში წარადგენს. მას 2 დღის
ლეკვი, რომელიც ახლა 1 წლის და 7 თვისაა, პანდემიაში უპოვია და
სახელად კოვიდი დაურქმევია.
"კოვიდ ბრატ არ ინერვიულო აუცილებლად დაგიხსნი", -ასე ემშვიდობებოდა კახა თავის კოვიდს, გარემოსდამცვლები მას გადასარჩენად რკინის გალიაში " სათანადო მოპყრობით" რომ ანთავსებდნენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss