ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული ღვინო პოზნანში წარმატებიტ წარსდგა
15 სექტემბერი, 2021, 12:42

თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და  გამომცემლობის ,Vinisfera ორგანიზებით, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით; შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია  მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.

დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის,  სასტუმრო ქსელების,  ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ. 

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა  3,7 მლნ ბოთლს შეადგენს; ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით, 30%-მდეა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები