| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -მაგთი - 23.3 მლნ; სილქნეტი - 17.9 მლნ; ბილაინი - 9.3 მლნ ლარი. საქართველოში
მოქმედი მობილური კომპანიების შემოსავლები მკვეთრ ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის ივლისში
კომპანიებმა ჯამში 16%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს ვიდრე გასულ წელს, ჯამურად
50 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე შემოსავლიანი 18% -იანი ზრდით, მაგთია, რომელმაც ივლისში 23.2 მლნ ლარის გენერირება შეძლო. ზრდის
ტემპით მეორე ადგილზეა ვიონი (ბიალინი), რომლის შემოსავლებიც ივლისში წლიურად 18.7%-ით გაიზარდა, 9.3 მლნ ლარამდე.11.3%-იან ზრდა აქვს სილქნეტს, რომლის შემოსავლებიც 17.9 მლნ
ლარი იყო.
შემოსავლების
ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აბონენტების გაზრდილი რაოდენობაა - ივლისში აბონენტების რაოდენობამ
5.1 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 000-ით მეტია.
აქაც ყველაზე დიდ ზრდას მაგთი აჩვენებს - 9% წლიურად.
მაგთიკომი ლიდერობს ბაზარზე შემოსავლების წილითაც. ვიონს წინა წელთან
შედარებით 0.4%-იანი მატება, მაგთის 1.1% მატება ხოლო სილქნეტს -1.5%-იანი კლება უფიქსირდება.
2021 წლის ივლისის თვის საშუალო ARPU (შემოსავალი თითო აბონენტისგან) 2020
წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა 9.8%-ით და 9.9 ლარი შეადგინა.
ყველაზე
მაღალი ARPU მაგთის
აქვს - 11.04 ლარი თითო აბონენტზე, შემდეგ მოდის სილქნეტი - 10.56 ლარით და ვიონი
9.90 ლარით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss