| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება.
საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე
კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით
გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის
გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში
დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება
გაუმჯობესდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში
გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ
ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა
უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით
ამას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის
მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა
ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების
ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო
და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა
18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია
(ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით).
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს
სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო
და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss