| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საზოგადოება
და ბანკები (ს&ბ), სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) ოთხშაბათის
(15.09.2021) გადაწყვეტილებას, რეფინანსირების 10% განაკვეთის შენარჩუნებაზე, ლოგიკურად
მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი
გადახრის ალბათობა არ დგას და H2/2022-ისთვის
მიზნობრივთან მიახლოება რეალურია.
ამასთან, გიორგი კეპულაძის განცხადებით,
ანგარიშგასაწევია ცვლადგანაკვეთიანი
150 000 მსესხებლის მდგომარეობა, რომელსაც აგვისტოსგან განსხვავებით, სასესხო ტვირთი არ დაუმძიმდება.
კეპულაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან სებ-ის თავშეკავებას, მრავალშვილიანთა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას არ უკავშირებს. იმიტომ რომ ამ პროდუქტის მიმართ დიდი ინტერესი არც შეიმჩნევა. პოტენციური მსესხებელი მაინც მოლოდინის რეჟიმში ყოფნას არჩევს და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვალის აღებისგან თავს იკავებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss