ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მედუ, Intera და კიდევ 27 სტარტაპი 1/2 ფინალში
15 სექტემბერი, 2021, 11:15
მედუ, Intera და კიდევ 27 სტარტაპი 1/2 ფინალში

თბილისი (GBC) - თიბისის აპლიკაციების კონკურსზე მე-2 ტურში გასული გუნდების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებისთვის სულ 29 სტარტაპერი  იბრძოლებს, ესენია: Exponent Group, WEBHR, Wowchy, PaySlip, კეპლერი, Bubbler, Brokerapp, UPWAY, თრაისი, UniSoft, iPolitician, Allmakery - ოლმეიქერი, Theneo, Instock - ციფრული საწყობი, Crosscreators, სქუადრო, Fudo Team, DeliverOn, CORVIS, Doggo App Team Strange Elo, კოლექტივი, Intera AI, Huppy, მედუ, Areal, Galaxy Taxi, GEPARTS, EduPay.

მე-2 ტური 22-24 სექტემბერს გაიმართება.  გუნდებმა ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ თავიანთი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა. შუალედური ტურის შემდეგ გუნდებს ექნებათ დრო პროტოტიპზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ მენტორებთან გაივლიან. ფინალურ ღონისძიებაზე ისინი საჯაროდ წარადგენენ თავიანთი იდეის მუშა პროტოტიპებს. 3 გამარჯვებულს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ..

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. კონკურსი თიბისის პროგრამასტარტაპერისორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები