| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – გაჩეჩილაძე: მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, დაკრედიტება მოსალოდნელზე მეტად გაიზრდება. Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) CEO-ს, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, პანდემიის
განმავლობაში, მიუხედავად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა, საქართველოს
ბანკის ჯგუფმა შესანიშნავი საოპერაციო მაჩვენებლები აჩვენა, მაღალი ზრდა, კარგად მართვადი
ხარჯები და ძლიერი აქტივების ხარისხი და რისკების მართვა.
სწორედ
ამან განაპირობა თანმიმდევრულად მაღალი მომგებიანობის უზრუნველყოფა და შიდა კაპიტალის
გამომუშავების მაღალი დონე, ხოლო კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტების კომფორტულად
შენარჩუნება ჩვენს მინიმალურ მარეგულირებელ მოთხოვნებზე, - განმარტავს გაჩეჩილაძე.
მისივე
თქმით, მათი საშუალო და გრძელვადიანი კლიენტების დაკრედიტების ზრდის წლიური სამიზნეა
დაახლოებით 10% და განახლებული დივიდენდისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა ამ მოლოდინს
ასახავს.
თუმცა,
გაჩეჩილაძის თქმით, ქართული მაკროეკონომიკური გარემოს სიძლიერე ისეთი იყო, რომ გაიზარდა
მოთხოვნა სამომხმარებლო, მიკრო და მცირე და საშუალო საწარმოების სექტორში და შესაბამისად,
უახლოეს მომავალში დაკრედიტების ზრდის უფრო მაღალ დონეს ელიან.
შედეგად,
მიუხედავად იმისა, რომ ბორდმა დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი 25-40%-დან,
30-50%-მდე გაზარდა, გაჩეჩილაძის განცხადებით, ბორდი ამჟამად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში
გადახდის თანაფარდობის დაახლოებით 35-40%-ს ელის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss