ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-მ დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი 50%-მდე გაზარდა
მარიამ მინაძე
14 სექტემბერი, 2021, 18:23
BOGG-მ დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი 50%-მდე გაზარდა

თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) ბორდმა დივიდენდის და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა განაახლა.

ჯგუფის წინა დივიდენდების პოლიტიკა მიზნად ისახავდა ყოველწლიურად მოგების 25-40% –ის გადახდას.

BOGG-ის განცხადებით, განვითარებადი მაკროეკონომიკური სიტუაციისა და საშუალოვადიანი ზრდის მოსალოდნელი დონის გათვალისწინებით, ბორდმა ოფიციალურად გადახედა ჯგუფის კაპიტალის განაწილების პოლიტიკას და მიზნობრივი გადახდის კოეფიციენტის გაზრდა წლიური მოგების 30-50% -მდე გადაწყვიტა.

ჯგუფის განახლებული დივიდენდისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა ასეთია:

BOGG-ის კაპიტალის განაწილების პოლიტიკა აერთიანებს პროგრესულ ჩვეულებრივ ფულად დივიდენდს, დამატებული აქციების დამატებითი შესყიდვებით, საჭიროებისამებრ. ესაა ბორდის საერთო კაპიტალის განაწილების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს გადახდის თანაფარდობას წლიური მოგების 30-50% -ის ფარგლებში.

საბჭო იმედოვნებს, რომ უზრუნველყოფს კაპიტალის ჯანსაღ კოეფიციენტებს, მინიმალური მარეგულირებელი მოთხოვნების ზემოთ და გაითვალისწინებს მომავალ მოსალოდნელ კაპიტალის მოთხოვნებს, მათ შორის ბაზელ III-ის მოთხოვნების სრულ დატვირთვას მათ მინიმალურ კაპიტალზე, კაპიტალის მარეგულირებელ მიმდინარე განვითარებას და ზრდის შესაძლებლობებს საქართველოს ბანკისთვის.

დივიდენდები გადაიხდება ნახევარწლიურად, ხოლო შუალედური დივიდენდი მოსალოდნელია რომ ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდება და წარმოადგენს ნორმალურ პირობებში, წლის მთლიანი დივიდენდის დაახლოებით 40% -ს.

2021 წლის 17 აგვისტოს ჯგუფმა შუალედური დივიდენდი 1.48 ლარი თითო ჩვეულებრივ აქციაზე გამოაცხადა, 2021 წლის 30 ივნისს დასრულებული პერიოდისათვის, რომელიც BOGG– ის რიგით აქციონერებს 2021 წლის 5 ნოემბერს გადაუხდიან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები