ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებული ხდება, 2023 წლიდან
14 სექტემბერი, 2021, 18:22
ალკოჰოლიანი სასმელის სერტიფიცირება სავალდებული ხდება, 2023 წლიდან

თბილისი (GBC) - აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილები განიხილა, რომლის თანამახმად 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით,  კანონში 4 მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.

 

„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი - „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე,   ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

 

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი სხვა ცვლილებები აღნიშნული ოთხი მთავარი ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების ინიცირების მიზანი მოქმედი კოდექსის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. მომხსენებლის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კი უკვე არსებული ჯარიმების ოდენობის დაზუსტება ხდება და შესაბამისი ჯარიმები კონკრეტული თანხით განისაზღვრება.

 

 კომიტეტმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები