ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
G&T: ტურიზმიდან შემოსავალი პანდემიამდელს 67%-ით ჩამორჩება
14 სექტემბერი, 2021, 16:10
G&T: ტურიზმიდან შემოსავალი პანდემიამდელს 67%-ით ჩამორჩება

თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად 510.5%-ით გაიზარდა და 266.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა, რაც 2019 წლის აგვისტოს მონაცემის 24.5%- ია. ვიზიტორების ზრდა ძირითადად ტურისტების რაოდენობის ზრდამ (+615.2% წ/წ) განაპირობა გასული წლის დაბალი ბაზიდან. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ერთდღიან ვიზიტორებში (+112.5% წ/წ). 

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდაში ყველაზე დიდი წილი რუსმა ვიზიტორებმა შეიტანეს, რასაც მოჰყვება უკრაინა, თურქეთი და საუდის არაბეთი. 

ჯამურად, 2021 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანაში 961.6 ათასი (-27.1% წ/წ, რაც 2019 წლის დონის 18.5%- ია) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 883.1 ათასი (-3.9% წ/წ, რაც 2019 წლის დონის 25.6%-ია) შეადგინა. ამავე პერიოდში, საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის  შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 752.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+55.7% წ/წ და შეადგენს 2019 წლის დონის 33.2%-ს).შეგახსენებთ რომ პანდემიის დაწყებამდე საქართველო ტურიზმიდან 3 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს იღებდა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები