ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
14 სექტემბერი, 2021, 14:48
   თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა, მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად იბრუნებს თავის პანდემიამდელ ზრდაში წამყვან როლს.

 

არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ან 106 მილიონი ლარით შემცირდა. მაშინ, როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი უფრო მნიშვნელოვანია.

 

პუბლიკაციის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენისათვის, მოლოდინების შესაბამისად, მეტი დროა საჭირო. 2021 წლის მე-2 კვარტალის აშშ დოლარში გამოხატული შემოდინებები წინა წლის დაახლოებით იმავე დონეზე დაფიქსირდა. ამასთან, რეინვესტირებული შემოსავლები გაიზარდა, სააქციო კაპიტალი და მასთან დაკავშირებული სავალო დაფინანსება კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

სებ-ის რეზერვები აგვისტოში გაიზარდა. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ 2021 წლის სავალუტო შემოდინება-გადინების ბალანსი პოზიტიურია, რაც ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ შეფასებაში ასევე გათვალისწინებულია 2020 წლის „შოკის გამაძლიერებლის“ უკვე სადღეისოდ პოზიტიური ეფექტი.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლება ქართულად/ და ინგლისურად tbccapital.ge

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები