ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
892 რეკლამით ოცნება ლიდერობს
14 სექტემბერი, 2021, 14:38
892 რეკლამით ოცნება ლიდერობს

თბილისი (GBC) -რეკლამების რაოდენობით N2 - მესამე ძალა,  №3 - ნაცმოძრაობაა. მმართველ პარტიას 20, ოპოზიციურს 25 გვერდი ესხმის თავს. სამიზნე  სამუელია: სააკაშვილი/მელია/მელია უფროსი   სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს.

ანგარიშში აღწერილია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ და ღია გვერდებზე დაკვირვების შედეგები. გაანალიზებულია 2021 წლის 2 - 22 აგვისტო. საანგარიშო პერიოდშისამართლიანი არჩევნებისმონიტორების მიერ დეტალურად შესწავლიალია 1,126 პოსტი.

აარჩევნო სუბიექტების კამპანიის ფარგლებში თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე 32 პოლიტიკური პარტიის 263 ოფიციალურ ორგანიზაციული Facebook გვერდი იყო აქტიური. პოლიტიკური პარტიების ოფიციალურ ფეისბუქგვერდებთან ერთად, აქტიური იყო სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის გვერდი.  მათ შორის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი გვერდისინამდვილეში“, რომლის აღწერილობის მიხედვით, გვერდის მიზანია პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული სიახლეების გადამოწმებაა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე, ძირითადად, თვითმმართველობის საქმიანობის ამსახველი პოსტები ვრცელდებოდა. გვერდების უმრავლესობაზე არ ქვეყნდებოდა პარტიის აღმნიშვნელი მასალა, მაგრამ აქტიურად ზიარდებოდა პრემიერ-მინისტრის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ვიზიტებიამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ნაწილი მოქმედი თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, მათი აქტივობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფეისბუქგვერდებზე შუქდებოდა, რაც სხვა კანდიდატებთან შედარებით, მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

 მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქგვერდი დაკავშირებულიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსსამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ გვერდთან და „ქართული ოცნებისზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას,  გვერდთან. კავშირი ვიდეოების . ჯვარედინად განთავსებაში გამოიხატებარაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ გვერდებზე  ერთდროულად იდება ვიდეომასალა.

გამოვლინდა 52 საჯარო მოხელე 29 მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც  2 აგვისტოდან - 22 აგვისტოს პერიოდში, სამუშაო საათებში ჯამში, 118  სააგიტაციო პოსტი გამოაქვეყნეს. რიგ შემთხვევებში, გამოვლინდა არასამუშაო დროს განთავსებული დიდი რაოდენობის პოლიტიკური შინაარსის პოსტებიც. სამუშაო დროს გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა, პარტიაქართულ ოცნებისსასარგებლოდ გამოქვეყნდა.

 სულ, პარტია ქართული ოცნებისწინააღმდეგ ორგანიზებულად მოქმედებდა  20 გვერდი. დისკრედიტაციული გვერდების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე,  ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი. ეს უკანასკნელი სექსისტური თავდასხმის სამიზნეც გახდა. გვერდების ნაწილზე  გიორგი გახარიას მადისკრედიტირებელი პოსტებიც ვრცელდებოდარომლებშიც ის, ბიძინა ივანიშვილის მართულ პოლიტიკოსად იყო წარმოჩენილი. მსგავსი გზავნილით ხასიათდებოდნენ გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილიცაღნიშნული გვერდების ნაწილი ამავდროულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერ პოსტებსაც აქვეყნებდა.

პოზიციური პარტიების წინააღმდეგ 25 გვერდი მოქმედებდა. ოპოზიცური პოლიტიკურ პარტიებს შორის გვერდების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და ანზორ მელია. ოპოზიციური პარტიების ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სექსისტური გზავნილები გამოიკვეთასექსისტური შინაარსის დისკრედიტაციის სამიზნეები გახდნენ  სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა. აგრეთვე, აღნიშნულ გვერდებზე სექსისტური თავდასხმის ობიექტი  „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძეც გახდა

გააქტიურდა რამდენიმე გვერდი, რომელებიც ორგანიზებულად მოქმედებს და მათი აქტივობის მთავარ მიზანს  კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაცია წარმოადგენს.

 ფეისბუქზე, ასევე, გამოიკვეთა სამართლიანი არჩევნებისწინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ორ ფეისბუქგვერდზე („სიმართლის დროადა „Informer”) წარიმართება. გამოქვეყნებული პოსტების მიზანია ორგანიზაცია პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარედ წარმოაჩინოს. არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ანგარიშებიც გამოიყენება. 

არაანონიმურ კამპანიის წარმოებისათვის, კვლავ გამოიყენება ცრუ მედიის გვერდების ტაქტიკა. საანგარიშო პერიოდში 12 ცრუ მედიის გვერდი მოქმედებდა. მათი უმეტესი ნაწილი ხელისუფლების მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. განსხვავებულად მოქმედებდა ორი გვერდი. გვერდიმნიუსი Mnews” 2020 წელს, „ქართული ოცნებისსასარგებლო გზავნილებს ავრცელებდა. გიორგი გახარიას პარტიის დატოვების შემდეგ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები მის სასარგებლოდ შეიცვალაგვერდი, “რუსთავი•news”  მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის საწინააღმდეგო დაენმ”-ის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს. 

 ქართული ოცნებისმიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ცრუ მედიის გვერდების ნაწილზე ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდებოდა. ქვეყნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მოსაზრებები, რომლებიც დასავლეთსა და კონკრეტულად, ამერიკის ელჩის მიერ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას გულისხმობდა.

 ანონიმური გვერდების ნაწილი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. მათგან, 23 გვერდი  „ქართული ოცნებისსასარგებლოდ აქტიურობდა, 25 გვერდი კი ოპოზიციურ პარტიებს უჭერდა მხარს. მათგან,  13 გვერდი  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებდა,   ოთხი გვერდი, ინასაარჩევნოდგიორგი გახარიას სასარგებლოდ მოქმედებდა

 პოლიტიკური რეკლამების რაოდენობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, რომლემაც საანგარიშო პერიოდში, 892 რეკლამა განათავსა.  პარტიებიდან მას „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ მოჰყვება (155), ხოლო მესამე ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ (93). კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამების გაუმჭვირვალობა. საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციამ ფეისბუქზე განთავსებული 70 დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინა და გაასაჩივრა. გასაჩივრებულ რეკლამებს შორის ფეისბუქმა მოქმედება მხოლოდ 10%- შეუჩერა. ამდენად, პლატფორმის რეაგირება დაუდეკლარირებელი რეკლამებზე საჩივრების მიმართ, წინა არჩევნების მსგავსად, არასაკმარისი იყო.  დაუდეკლარირებელი პოლიტიკური რეკლამები განთავსდა, როგორც ოფიციალური პარტიული, ისე ანონიმურ გვერდებზე. ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა დეკლარირების გარეშემესამე ძალამგანათავსა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები