| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იანვარ-აგვისტოს მონაცემებით (8m/2021) საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი თურქული კომპანია Turkish Cargo-ა, 8m/2021 -ში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, 3.3 ათას ტონა ტვირთის გადამზიდი.
ქართველის გადამზიდი Easy Charter, თბილისის აეროპორტში გატარებული 2 200 ტ ავიტვირთით მე-2 პოზიციაზეა. მე-3-ზე ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელიც იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1,7 ათას ტონა ტვირთს მოემსახურა.
ბელარუსული Rubystar Airways-ი 2021 წლის 8 თვეში 1.158 ტონა ტვირთს მოემსახურა, ახლადშექმნილი ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-აგვისტოში 0.456 ათასი ტონა გადაზიდა.
Rubystar Airways-ის საჰაერო ხომალდები Silk Way West Airlines-ს ჰყავს იჯარით და შესაბამისად Rubystar Airways-ის ხომალდებით დღეს Silk Way West Airlines-ი ოპერირებს. Georgian Airways Cargo-ს ფრენების ოპერატორია შპს “ლოგოსი”. სატვირთო ავიაკომპანიასა და “ლოგოსს” 1 წლიანი სამუშაო ხელშეკრულება აკავშირებთ.
2021-ის 8 თვეში, სულ, საჰაერო გზით გადაზიდულია 11.4 ათასი ტონა , 8m/2020-ში გადაზიდულზე (11.057 ატასი ტონა) მეტი და პანდემამდე წლის მაჩვენებელზე (8m/2019 - 16. 111 ტ) ნაკლები.
წყარო: ავიანიუსი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss