| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გახარიასთვის ქართულ ეკლესიაზე შეტევა კატეგორიულად მიუღებელი. ასევე ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების მცდელობებიც. "მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“, - უპასუხა ექსპრემიერმა ჟურნალისტს.
მისი თქმით, რაც დღეს ხდება, მიმართულია ქვეყნისთვის უაღრესად
მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო, ასევე, სასულიერო ინსტიტუტების რისკის ქვეშ
დასაყენებლად, დასაზიანებლად და ეს მიუღებელია.
„ეს ზეპარტიული საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური
პოზიცია გვიკავია - ყველა უნდა
გავერთიანდეთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, საკითხი ეხება ქვეყნის
უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებას.
წარმოგიდგენიათ ახლა რას ნიშნავს როდესაც მედია საშუალებებით ვრცელდება
ინფორმაცია, რომელიც არავინ იცის სიმართლეა, არ არის სიმართლე ან ეს ინფორმაცია
საერთოდ საიდან მოვიდა, ან კიდევ რა ინფორმაცია არსებობს? - წარმოუდგენელი რამ
ხდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მედიაში მსგავსი
ინფორმაციის გავრცელებაც და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა და საკუთარი
ინფრასტრუქტურის ვერ დაცვა საგანგაშოა.
„დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი ვის ინტერესებს
ემსახურება, რა არის აუთენტური - რა არ
არის, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო
ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ქვეყნის
უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ
ინსტიტუტებზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, რომ მოქალაქე დაიცავს.
ოკუპაციას გაუმკლავდება კი არა, თავის ინფრასტრუქტურას ვერ იცავს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საგანგაშო“ -
აღნიშნა გიორგი გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss