ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მოსწავლის TBC ბარათით მგზავრობა უფასოა
13 სექტემბერი, 2021, 14:26
მოსწავლის TBC ბარათით მგზავრობა უფასოა

თბილისი (GBC) - სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას თიბისის მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ.

სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს.

მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ ყოველი 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ 2 უფასო მგზავრობით ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება.

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის აგვისტოდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები