ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართველი სტუდენტები ტურიზმის სექტორში კვალიფიკაციას პორტუგალიაში აიმაღლებენ
10 სექტემბერი, 2021, 15:08
ქართველი სტუდენტები ტურიზმის სექტორში კვალიფიკაციას პორტუგალიაში აიმაღლებენ

თბილისი (GBC) - ქართველი სტუდენტები, რომლებიც ტურიზმის სექტორით არიან დაინტერესებული კვალიფიკაციის ამაღალებას პორტუგალიაში შეძლებენ.

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სახელმწიფო მდივანს რიტა მარკესს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს ლუიშ არაუჟუს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყენას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში და აღნიშნეს, რომ პირდაპირი ავიარეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო და პორტუგალია ამავდროულად მ,ზადყოფნას გამოთქვამენ ხელი შეუწყონ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები