ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: ქვეშეთი-კობის ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი საუკუნის პროექტია
10 სექტემბერი, 2021, 12:18
პრემიერი: ქვეშეთი-კობის ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი საუკუნის პროექტია

თბილისი (GBC) - ეს არის საუკუნის პროექტი, - განაცხადა პრემიერმა ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლის მანძილზე დაახლოებით 100 დღის განმავლობაში ეს გზა ჩაკეტილია და მოსახლეობა ვერ გადაადგილდება.

პრემიერმა გზის გამტარუნარიანობასა და მის მნიშვნელობაზეც აღნიშნა, თქვა რომ  დღის განმავლობაში გზაზე დაახლოებით 3-4 ათასი ავტომანქანა გადაადგილდება, საიდანაც 70% მსუბუქი, ხოლო დანარჩენი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანებია.

„ეს განტვირთავს ამ მონაკვეთს და შევძლებთ დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვიდეთ თბილისიდან ყაზბეგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟინვალი-ნატახტარის მონაკვეთიც. ეს არის ყველაზე დიდი გვირაბი მთელს ამიერკავკასიაში, 9 კილომეტრია მისი სიგრძე და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. პროექტი ჯდება 1,2 მილიარდი. გუდაურის შემოვლითი გზაც აშენდება და გუდაურში ასევე 1 საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან ჩასვლა. ეს, რა თქმა უნდა, განტვირთავს გუდაურს და აქცევს თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9კმ სიგრძისა და 15მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე  34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს.

ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.

მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები