ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მობილური საბანკო ტროიანელების შეტევა შემცირდა
9 სექტემბერი, 2021, 12:16

თბილისი (GBC) - მობილური საბანკო ტროიანელების შეტევა საქართველოს მომხმარებლებზე განახევრდა. კასპერსკის ლაბორატორიის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მობილური ტროიანული პროგრამები თავს დაესხნენ მომხმარებელთა 0.02% -ს, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანში  მომხმარებელთა 0,03% შეეჯახა ამ მავნე პროგრამას.  

2020 წლის აპრილ-ივნისში, ქართველი მომხმარებლების 0,04%-ს თავს დაესხნენ მობილური ტროიანელები, ანალოგიური მაჩვენებელი დარეგისტრირდა აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში მობილური მოწყობილობების მფლობელთა 0,07% -ს შეექმნა ასეთი სიტუაცია. ამის შესახებ მოწმობს  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის აპრილ-ივნისში, მობილური ტროიანელები მსოფლიოში ყველაზე მეტად თავს ესხმოდნენ მომხმარებლებს იაპონიაში (1,62%),  ესპანეთსა (0,76%) და საფრანგეთში (0,71%). 

2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა გამოავლინეს  24 604 მობილური ბანკის ტროიანთა საინსტალაციო პაკეტი.  ეს  710 -ით ნაკლებია, ვიდრე 2021 წლის პირველ კვარტალში და 16 801-ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ  -  2020 წლის მეორე კვარტალში. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კიბერდამნაშავეები  აინფიცირებენ მობილურ მოწყობილობებს საბანკო ტროიანებით, რათა მიიტაცონ საბანკო ბარათებისა და მომხმარებლის პროგრამების მონაცემები. ისინი აფრთხილებენ მობილურის მომხმარებლებს რომ არ უნდა გადასცენ პერსონალური და საბანკო მონაცემები უცნობებს ინტერნეტში, განსაკუთრებით მათ, ვინც ამას "ითხოვს" "მომგებიანი" შეთავაზებების საპასუხოდ. ასევე,  არ უნდა გადმოწეროთ პროგრამები არაოფიციალური წყაროებიდან, ვინაიდან საბანკო ტროიანები ხშირად იტვირთებიან ასეთ პლათფორმაზე  განთავსებულ  სხვა პროგრამებთან ერთად. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები