| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობით (63%) ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები სარგებლობენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე ენდობა მასწავლებლებსა (61%) და ექიმებს (54%). შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობს პოლიცია (43%) და ადგილობრივი ხელისუფლება (39%).
კერძოდ, ეკლესიას და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს სრულად ენდობა გამოკითხულო მოსახლეობის 33%; მასწავლებლებს სრულად ენდობა გამოკითხულთა 22%; პოლიციას 14% ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას 12%. მთავრობას სრულად ენდობა გამოკითხულთა 7%; ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6%; მედიას - 5%; სასამართლოს 5%; NGO-ესბს სრულად მოსახლეობის მხოლოდ 4% ენდობა.
ჯამში ყველაზე დიდი უნდობლობა დაიმსახურეს საქართველოს პარლამენტმა (42%), ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (41%) და საქართველოს პრეზიდენტმა (40%). კერძოდ, პრეზიდენტს გამოკიტხულთა 18% საერთოდ არ ენდობა; ცესკოს და პარლამენტს საერთოდ არ ენდობა გამოკითხულთა 17-17%, ხოლო არასამთავრობო სექტორს 16%.
კვლევა 9-დან 18 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,228 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.67% პუნქტია.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს. ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამასთან, მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევები გავრცელებული არ არის. 25% თავს იკავებს პასუხისგან. გამოკითხულთა უმრავლესობა (51%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. ამასთან, მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ასეთი დარღვევების გავრცელებული არ არის. გამოკითხულთა მესამედზე მეტი (37%) თავს იკავებს პასუხისგან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss