ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან - საბანკო ასოციაციის რეკომენდაციები
7 სექტემბერი, 2021, 12:32
როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან - საბანკო ასოციაციის რეკომენდაციები

თბილისი (GBC) - როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან - ამ საკითხზე საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებლისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:

ციფრულ ეპოქაში ყოველდღიურად იზრდება კიბერთაღლითობის გლობალური მაჩვენებელი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების პერსონალურ მონაცემებს. კიბერდამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების მოტყუების და შეცდომაში შეყვანის გზით მოიპოვონ წვდომა მათ პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე. კიბერთაღლითების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბანკის მომხმარებლებია. 

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი. ამიტომ, მნიშვნელოვანია,  მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და დავიცვათ კიბერჰიგიენის წესები. 

კიბერდამნაშავეები სამი სქემით მოქმედებენ: 

ფიშინგ ვებ-გვერდები: 

კიბერდამნაშავე  ინტერნეტბანკის  ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე  პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერდამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან თანხები მიითვისოს. 

თაღლითური მეილები: 

კიბერდამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ  პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. 

თაღლითური sms და ზარები: 

კიბერდამნაშავეები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორც წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ. 

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან: 

ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან; 

მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით. 

დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის  შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერდამნაშავეები  გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს; 

არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები; 

თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა; 

არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ; 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ  შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები