ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC დივიდენდს 4.2998 კურსით გადაიხდის - £20 მლნ-მდე
მარიამ მინაძე
3 სექტემბერი, 2021, 16:28
TBC დივიდენდს 4.2998 კურსით გადაიხდის - £20 მლნ-მდე

თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის განცხადებით, ლარი / ფუნტ სტერლინგის გაცვლითი კურსი, რომელიც გამოყენებული იქნება შუალედური დივიდენდის გადახდისას, სებ-ის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური ₾ / £ გაცვლითი კურსი - 4.2998 იქნება.

TBC Bank Group PLC- დირექტორთა საბჭომ შუალედური დივიდენდის გადახდა, 1.5 ლარის ოდენობით, 2021 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.

2021 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, კომპანიის გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალი შეადგენდა 55,155,896 ჩვეულებრივ აქციას, თითოეული ნომინალური ღირებულებით £0.01. შესაბამისად, TBC აქციონერებს 82,733,844 ლარის დივიდენდს გადაიხდის, ანუ £19.24 მლნ-ს.

შუალედური დივიდენდი გადაიხდება ფუნტ სტერლინგში, 2021 წლის 17 სექტემბერს, TBC PLC– ის იმ აქციონერებისთვის, რომლებიც იყვნენ TBC PLC– ის წევრების რეესტრში 2021 წლის 20 აგვისტოს ჩანაწერით.

შუალედური დივიდენდისვის, დივიდენდს-გარეშე თარიღად 19 აგვისტო განისაზღვრა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები