ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა
3 სექტემბერი, 2021, 12:23
ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა

თბილისი (GBC) - აგვისტოში ინფლაცია 10-წლიან მაქსიმუმზეა და 12.8%-ია. 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

საბაზო ინფლაციამ 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია კი 6.8%.

ყველაზე მეტად ტრანსპორტის მომსახურება არის გაძვირებული 22.5%-ით, წლიურად 16.2%-ით არის მომატებული ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე; სახლის მოვლაზე, ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე - 12.6%-ით.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები (16.2%) მატება წლიურ ინფლაციაზე 5.09%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ზეთსა და ცხიმზე (43.9%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (42.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9%), პურ-პურპროდუქტები (13%), თევზეული (11.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.8%), ხილი და ყურძენი (5.4%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რაც 2.69%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (32.5%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.9%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6%-იანი მატება, რაც 1.75%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%);

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.85%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (17.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (5%) ქვეჯგუფებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები