ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რკინიგზამ ლარის გაუფასურების გამო 6 თვეში 47.7 მლნ იზარალა
2 სექტემბერი, 2021, 16:38
 რკინიგზამ ლარის გაუფასურების გამო 6 თვეში 47.7 მლნ იზარალა

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში ლარის გაუფასურების გამო 47.7 მლნ იზარალა. რკინიგზის ვალდებულებები უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად სახელმწიფო კომპანიაზე ლარის გაუფასურება ნეგატიურ გავლენას ახდენს და მიუხედავად შემოსავლების ზრდისა კომპანია ფინანსურ კვარტალს კვლავ ზარალით ასრულებს.

რკინიგზამ 500 მლნ დოლარის ევრობონდის რეფინანსირება მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა, თუმცა წლის 6 თვეში კომპანიას საპროცენტო განაკვეთის გადახდა 18 მლნ დოლარი დაუჯდა.

ჯამში სახელმწიფო კომპანიამ წლის პირველი ნახევარი კვლავ ზარალით დაასრულა - რკინიზგის ზარალი 32 მლნ ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ წმინდა ფინანსურ ზარალს. კომპანიის შემოსავალი წლიურად 21.5%-ით გაიზარდა და 149 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ძირითადად სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე მოდის. გადაზიდვები მკვეთრად არის გაზრდილი ჩინეთიდან. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები