ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ღარიბაშვილი: სესხზე უარით რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს გვიბრუნებს
2 სექტემბერი, 2021, 16:06
ღარიბაშვილი: სესხზე უარით რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს გვიბრუნებს

თბილისი (GBC) - "გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე - ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი ნებისმიერ დროს მზადაა საქართველოსთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობები ჰქონდეს, თუ მას ეს სურს, იმ პირობით, თუ არ მოხდება თბილისის მიერ რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი გეგმავდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეცვალა, ვინაიდან ვერ მიიღო თბილისის მხრიდან ბოდიში 2019 წლის ივნისში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციების შემდეგ.

ლავროვმა მაშინდელ მოვლენებს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ „უხეში პროვოკაცია“ უწოდა და იგივე მიზეზი დაასახელა, რის გამოც მოსკოვმა არ აღადგინა საქართველოსთან 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი რეგულარული ფრენები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთინტერესის სექციები მუშაობს. ამ კუთხით, მან ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა გამოთქვა სურვილი, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, რომლებიც თბილისმა 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები