| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კალაძის ინფორმაციით, ის, გიორგი გახარიას, თბილისის მერიაში, ოთხშაბათს, სხდომის დაწყებამდე შეხვდა, რომ ექსპრემიერს მისთვის თბილისის მერად კენჭiსყრაზე თავისი ინიციატივა ეცნობებინა. კახი კალაძის ვერსიით, ლიდერებს სხვა საკითხზე არ უსაუბრიათ.
„რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ამდენი ხანი ერთად ვიყავით და ადამიანურად თავს მივეცი ამის უფლება. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა, მეც ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი-მეთქი და მოვიდა... ფინანსებზე ჩემთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, ითქვა რომ ის აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა, ეს გამეგო ტელევიზიით", - თქვა კალაძემ.
"პარტია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ კალაძესთან შეხვედრის ფაქტი ჯერ არ დაადასტურა. მოგვიანებით კი თანაპარტიელმა კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ გახარიამ კალაძესთან შეხვედრის ფაქტი კი არა, ის ნარატივი უარყო, რის გაჟღერებაც კობახიძე/ მდინარაძემ იკადრეს.
ქემოკლიძემ მიანიშნა, დაფინანსების სანაცვლოდ გახარიას მიერ კანდიდატურის მოხსნის, კობახიძის მიერ გაჟღერებულ ვერსიაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss