ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ვისოლის თანამშრომელთა აცრას დაესწრო
1 სექტემბერი, 2021, 11:02
მინისტრი ვისოლის თანამშრომელთა აცრას დაესწრო

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა, შევებრძოლოთ პანდემიას და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები აქტიურად არიან ჩართული თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში.

„ვცდილობთ წავახალისოთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების, ტურიზმის, ვაჭრობის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები, იყვნენ ვაქცინირებული და ამ გზით დაიცვან ვირუსისგან როგორც საკუთარი თავი, ასევე საკუთარი მომხმარებელი.  აქედან გამომდინარე, მისასალმებელია „ვისოლ ჯგუფის“ ინიციატივა, რომ ორგანიზებულად, ერთიანად აცრას თანამშრომლები“, - აღნიშნა ნათია  თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე მისასალმებელია, რომ ბევრი დიდი კომპანია, მათ შორის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვა მიყვებიან ამ პრაქტიკას და აქტიურ რეჟიმში ორგანიზებულაც ახორციელებენ თანამშრომელთა ვაქცინაციას.

„ეს არის ჩვენი გადარჩენა და იმის საფუძველი, რაზეც ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ვაშენებთ. თუკი დღეს თავს ვიწონებთ, რომ არ ვკეტავთ ეკონომიკას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, მათ შორის იმით, რომ საკუთარი მაგალითით მოუწოდებენ სხვებს აცრისკენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები