ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთშია
31 აგვისტო, 2021, 17:18
Რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთშია

Ივლისში საქართველოში რეკორდულად მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.  წლიურმა ინფლაციამ 11.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 1.3 პროცენტით გაიზარდა.  წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ფასები ახდენდა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლის ივლისთან შედარებით ბენზინი 56.9 პროცენტით, დიზელი 47.9 პროცენტით გაძვირდა, ხოლო საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივლისში 2.1 პპ-ს მიაღწია.  


სავაჭრო პარტნიორთაგან ივლისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 11.9 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 19.0 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო უკრაინაში - 10.2 პროცენტი, ბელორუსში - 9.8 პროცენტი, სომხეთში - 8.2 პროცენტი, რუსეთში - 6.5 პროცენტი, აზერბაიჯანში - 6.0 პროცენტი, აშშ-ში - 5.4 პროცენტი და ევროზონაში - 2.2 პროცენტი.


Მიმდინარე წელს საქართველოში მზესუმზირის ზეთის 91.8 პროცენტით გაძვირება, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.7 პპ-ით გაზარდა. ხორბლის გაძვირებამ პურის ფასის 12.5 პროცენტით და, შესაბამისად, ინფლაციის 0.5 პპ-ით მატება გამოიწვია. კარტოფილის, ყველის, კვერცხის, შაქრის და შოკოლადის გაძვირებამ ჯამში ინფლაცია 1.6 პპ-ით გაზარდა. ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.4 პროცენტით გაძვირდა (0.9 პპ წვლილი ინფლაციაში), ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პპ შეადგინა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები