ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველა მშობელი უნდა აიცრას შვილისთვის
31 აგვისტო, 2021, 13:52
ყველა მშობელი უნდა აიცრას შვილისთვის

თბილისი (GBC) - ამირან გამყრელიძე ყველა მშობელს მოუწოდებს აცრისკენ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები  დაუბრუნდნენ სკოლის მერხს. საკოორდინაციო საბჭოს სამშაბათის სხდომის შემდეგ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გახანგრძლივების მხარდაჭერისთვის  ბევრი გააკრიტიკებს, მაგრამ მისი თქმით სხვა გზა არ იყო. 14 წლამდე მოზარდები ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. ბოლო 24 სთ ში ინფიცირებული 4 700-დან 15% 14 წლამდე ბავშვია. სულ, 19 წლამდე  კატეგორიაში ეს კოეფიციენტი 20%-მდეა გაზრდილი. 

გამყრელიძის თქმით,  გვინდა თუ არ გვინდა კოვიდთან თანაცხოვრება წელს და სავარაუდოდ გაისადაც მოგვიწევს. ამიტომ ყველა უნდა აიცრას და პირბადე არ მოიხსნას.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა რამდენიმე დამრგვალებული ციფრი მოიხმო: აგვისტოს ბოლო დღეა და დღეს შესრულდება სამი ასეთი მრგვალი ციფრი. 1.2 მლნ აცრა იქნება ქვეყანაში დღეს. შესრულდება და გადააჭარბებს. მე-2 მრგვალია 800 000  1 დოზით აცრილთა რაოდენობა. მე-3 -400 000- სრულად აცრილთა რაოდენობა.

მე-4 მრგვალი სამიზნე ციფრია 30 000 -  აცრის დღიური გამტარობა, რაც თვეში აცრილთა რაოდენოების 800 000 -900 000 -მდე გასვლას ნიშნავს. აგვისტოში 700 000 აცრილია. აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული კომულაციური იმინიტეტი რაც ინფექციის მთავარი შემაკავებელია. თუ დეკემბერში 1 მლნ-ს გადავაჭარბებთ სიკვილიანობის  მაჩვენებელი 100-200-მდე შემცირდება.

ამასთან დამაიმედებელი სტატისტიკაც მოიხმო, ბოლო კვირაში 10% -ს ჩამოცდენილი დადებითობის მაჩვენებელი და 60 დღეში შემცირებული კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი, ე.წ კუდი.  თვის სტატისტიკით, 1-ს ჩამოცდა ერი (რეპროდუქციის ინდექსი), თუმცა მთავარი ინდიკატორი - სიკვდილიანობის ინდექსი კვლავ მაღალია. 

გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარებაზე, რაც 50%-ს ჩამოცდა და ასაწევია 75%-მდე.

კრიტიკულ ზღვრად მიიჩნევა 75% მთელი მსოფლიოსთვის. დედამიწის მოსახლეობის 75% -ის აცრა შეაკავებს მხოლოდ ვირუსს  წელიწადნახევარშუს და ამ პერიოდში  ანტივირუსული მედიკამენტებიც გამოჩნდება. 


 

 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები