ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მუნიციპალურ ტრანსპორტში 300-ზე მეტია უკვე აცრილი
31 აგვისტო, 2021, 12:32
მუნიციპალურ ტრანსპორტში 300-ზე მეტია უკვე აცრილი

თბილისი (GBC) - ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე, ავტობუსებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე  იცრებიან. ექიმ ლევან თელიას ინფორმაციით, აცრის მსურველებს 1 ბრიგადა ემსახურება. 

 „პირველი დღიდან საკმაოდ მომატებულია მიმართვიანობა. სამივე ლოკაციაზე განთავსებულ მობილურ ამცრელ პუნქტში 300-ზე მეტი მოქალაქე აიცრა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ, მოქალაქეებს საჭიროების შეთხვევაში გავუწიოთ პირველადი დახმარება. ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს. ასევე გვაქვს მედიკამენტები, რაც შეიძლება, საჭირო გახდეს. რა თქმა უნდა, ყველა უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ექიმმა. თბილისის მუნუციპალური ტრანსპორტში აცრები 27 აგვისტოს დაიწყო. 

ბოლო 24 სთ-ში გამოჯანმრთელებულია 4 753 და დაინფიცირებულია 4 753 მოქალაქე. თუმცა სამშაბათის მაჩვენებელი ტრადიციულად მაღალია შაბათ-კვირის სტატისტიკის გამო (წყარო:საზმაუ).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები