| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა კახეთში სეტყვისგან დაზარალებული ბენეფიციარების ზარალს ითვლის.
27 აგვისტოს 16:00 საათის მონაცემებით, სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში 1,700-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, დაზიანებული ფართობი 1,200 ჰექტარზე მეტია.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, პროგრამის ბენეფიციართა შეტყობინება ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501. პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები.
"იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება", - განმარტავენ სააგენტოში.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სეტყვამ და ქარმა ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss