ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნეს ცენტრებში ათვისებული ფართების მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდს ვერ ეწევა
27 აგვისტო, 2021, 19:29
ბიზნეს ცენტრებში ათვისებული ფართების მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდს ვერ ეწევა

თბილისი (GBC) - თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში ათვისებული ფართების მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდს ვერ ეწევა, თუმცა მაჩვენებელი მაინც გაუმჯობესებულია.

ამას მოწმობს Colliers Georgia-ს კვლევა, რომლის თანახმად 2021 წლის პირველ ნახევარში თბილისის თანამედროვე ბიზნეს ცენტრები 24-მა მოიჯარემ დატოვა, სამაგიეროდ კი 41 ახალი და განახლებული საიჯარო ხელშეკრულება დარეგისტრირდა.

გამოთავისუფლებული ფართის 7,000 კვ.მ-ია, ახლადდაკავებულის კი 19,000 კვ.მ.

ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში წმინდა ათვისებულმა ფართმა დაახლოებით 6,000 კვ.მ შეადგინა, ეს 41%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა 59%-ით აღდგა. სამაგიეროდ 2020 წლის მაჩვენებლთან შედარებით,  მოთხოვნა გაორმაგდა.

იჯარის ფასი, 2021 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შემცირებულია ყველა კატეგორიის ცენტრებში, გამონაკლისი მხოლოდ C კლასის ბიზნეს ცენტრებია, სადაც ფასი კვ. მ-ზე 1.5%-ით გაიზარდა.

საშუალო შეწონილი იჯარა A კლასის ბიზნეს ცენტრებში კვ.მ-ზე 22.6 დოლარია (-1.3%); C კლასის ბიზნეს ცენტრებში 11.5 დოლარი (+1.5), არაკლასიფიცრებულ ბიზნეს ცენტრებში 13.9 დოლარი (+2.3%). B კლასის ბიზნეს ცენტრებში 13.4 დოლარი (-9.2) შეადგინა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები