ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა - UPU-ს საბჭოებში ქვეყნის მეორე ვადით არჩევა საერთაშორისო აღიარებაა
27 აგვისტო, 2021, 13:57
თურნავა - UPU-ს საბჭოებში ქვეყნის მეორე ვადით არჩევა საერთაშორისო აღიარებაა

თბილისი (GBC) - ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას უწოდებს ეკონომიკის მინისტრი საქართველოს გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოების წევრ სახელმწიფოდ მეორე ვადით არჩევას.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ამას საქართველომ მიაღწია იმ რეფორმების საფუძველზე, რომელთაც საფოსტო სფეროს განვითარებისა და საფოსტო მომსახურებების სრულყოფის კუთხით ქვეყანა ახორციელებს.

"ეს აღიარება ხელს შეუწყობს მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიის საერთაშორისო მოთამაშეებს, მეტი ინტერესი გამოიჩინონ საქართველოს, როგორც საფოსტო მომსახურების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრის, განვითარების მიმართულებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

არჩევნები  მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესზე გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქართველო UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების - ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების  წევრი იქნება.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, მეტად ჩაერთოს საფოსტო სფეროსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები