| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათასამდე ტონამდეა. ღვინის ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.
ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 80-მდე კომპანია უკვე დარეგისტრირებულია. რთველში ჩართვის მსურველ ღვინის კომპანიებს ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ.
ყურძნის მიღების პროცესის დაწყებამდე, ღვინის კომპანიებმა რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში უნდა გაიარონ.
ყურძნის გადამუშავება განხორციელდება მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში.
მიღებული და გადამუშავებული ყველა ჯიშის ყურძენს რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მივლენილი ოპერატორი აღრიცხავს, რაც ყურძნის ხარისხის კონტროლს და მიკვლევადობას უზრუნველყოფს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss