ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო UPU-ს საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს
27 აგვისტო, 2021, 09:58
საქართველო UPU-ს საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს

თბილისი (GBC) - საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციულ (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო (POC) საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს. 

გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესი 9-27 აგვისტოს კოტ დივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანში გაიმართა. მასში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია.

საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითადი არჩევითი ორგანოებია.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) წევრობით კი საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო, კომერციული, ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების შესწავლასა და რეკომენდაციების მომზადება/მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები