| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ხეხილის ბაღებში მექანიზაციის დონე ან არ არსებობს ან ძალიან დაბალ დონეზეა, - აღნიშნავს პორტუგალიელი აგრონომი ხორხე დუარტე, რომელიც საქართველოში ადგილორბივი ფერმერებისთვის რეკომენდაციების გაწევის მისიით USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მოწვევით იმყოფებოდა.
მან 2020 წელს ქართველი ფერმერებისთვის ჯერ ონლაინ სემინარები გამართა, 2021 წლის აპრილსა და ივლისში კი საქართველოში კენკროვანი პლანტაციები დაათვალიერა. აქვს მაროკოში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ესპანეთში, იტალიასა და თურქეთში კენკროვანთან მუშაობის დიდი გამოცდილება.
ხორხე დუარტე EastFruit-თან ამბობს, რომ პორტუგალიაში მოცვის დიდი ბაღები იშვიათია, საშუალოდ, ისინი არ აღემატება 2 ჰექტარს.
„მოსავლის აღება შრომატევადი პროცესია, ერთი ჰექტარის აღებას 25 ადამიანი სჭირდება და რაც უფრო მეტი პლანტაციაა გაშენებული, ფერმერები მუშა-ხელის უფრო მეტს დეფიციტს განიცდიან და ეს გაგრძელდება მომავალში სხვადასხვა სექტორსა და კომპანიას შორის კონკურენციის გამო. იგივე მოხდა პორტუგალიაში, თუმცა იქ ამას მექანიზაციის პროცესის გამართვა მოჰყვა, მათ შორის გასხვლის პროცესში. მოსავლის აღება-შეგროვება კვლავ ხელით ხდება. მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავატარე საქართველოს ბაღებში, შემიძლია დავასკვნა, რომ მექანიზაციის დონე დაბალია ან არ არსებობს“, - ამბობს დუარტე და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პროცესის ხელით მართვას, ის ამბობს, ხელით კრეფა ხელს უწყობს კენკრის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს გამართლებულია მხოლოდ ძველი ჯიშების მოყვანისას.
„ამჟამად, ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებს ახალი ჯიშებს რგავენ და ისინი უფრო გამძლეა და ადაპტირებულია მექანიკურ მოყვანაზე, მაგალითად ახალი ჯიშების გაშენების ტენდენცია პორტუგალიაში 3-4 წლის წინ დაიწყეს. საქართველოში ახალი ჯიშების ფართობი მცირეა. ქართველი ფერმერები უნდა გაეცნონ მექანიზირებული მოსავლისთვის შესაფერის თანამედროვე ჯიშებს, რადგან მომავალში ისინი ხელით მოსავლის მოყვანის პროცესში უფრო მეტ დეფიციტს გადააწყდებიან“, - ამბობს პორტუგალიელი აგრონომი.
ხორხე დუარტე ამბობს, რომ მექანიზებული მოსავლისთვის ბუჩქების განთავსებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და საქართველოში მექანიზებული მოსავლისთვის შესაფერისი მოცვის პლანტაციები არ არსებობს.
EastFruit-ის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა არსებული პლანტაციების ადაპტირება მექანიკური მოსავლისთვის, პორტუგალიელი აგრონომი განმარტავს, რომ მთავარი სპეციფიკა არის მანძილი რიგებს შორის. „ნარგავებს შორის აუცილებელია მანძილის დაცვა, დაბალი ტოტების ამოღება და მცენარეები მზად უნდა იყოს მექანიკური აღების პროცესისთვის, რამდენადაც ბაზარზე არსებული მანქანები განკუთვნილია მწკრივების 2.5-3 მეტრიიან მანძილზე“, - ამბობს დუარტე, თუმცა განმარტავს, რომ ადაპტირება შესაძლებელია, თუ შესაბამისი პატარა მოცულობის მანქანების მოძიება მოხდება, რომელსაც უმეტესად ნიდერლანდები და სერბეთი აწარმოებს.
აგრონომი მიიჩნევს, რომ ქართველი ფერმერები ახლა სხვა გამოწვევების წინაშე, მათ შორის ისინი დაკავებულნი არიან ისეთი საკითხებით, როგორიცაა კომერციალიზაცია, სამუშაო ძალა მოსავლის აღებისა და ხარისხის შესანარჩუნებლად, ასევე მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის გამოყენების შესწავლა და სარწყავი სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ნიადაგის გაუმჯობესება (რათა კარგად მოხდეს წყლის შეწოვა) და მოცვის პლანტაციის წინასწარ დაგეგმვა, მით უმეტეს რომ ბაზარზე უკვე არსებობს ორწლიანი ნერგები. „მჯერა, რომ მოცვის პლანტაციის ნებისმიერი პროექტი უნდა დაიგეგმოს მინიმუმ 2 წლით ადრე და არა ექვსი თვით, როგორც ვნახე საქართველოში“, - განმარტავს ხორხე დუარტე.
ის ამბობს, რომ ფერმერებმა ნიადაგი შესაბამისად უნდა მოამზადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. მისი თქმით, გურიაში კლიმატი მოცვისთვის შესაფერისია, თუმცა ნიადაგს გარკვეული შეზღუდვები აქვს, მაგალითად თიხის მაღალი შემცველობა (მაგრამ მაინც შესაძლებელია მოყვანა).
პორტუგალიელი აგრონომი რეკომენდაციებს აძლევს ფერმერებს და განმარტავს, რომ დღეს როდესაც ბაზარზე დღეს, როდესაც ბაზარი ძალიან მომთხოვნია, მწარმოებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პლანტაციის დიზაინის გაუმჯობესებაზე, ნიადაგისა და სარწყავი სისტემის მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, მიიღონ ცოდნა გასხვლის, ნიადაგისა და მცენარეების განაყოფიერების შესახებ.
„მსხვილმა კომპანიებმა უკვე ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე და ეს ახალმა მწარმოებლებმაც უნდა ისწავლონ. მჯერა, რომ მოცვის მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთმანეთის ცოდნით, ისწავლონ სხვებისგან და შექმნან საქართველოში მოცვის ნამდვილი ინდუსტრია, რომელიც არის ახალი და დინამიური, და შეუძლება იყოს მნიშვნელოვანი ახალწვეული საექსპორტო ბაზარზე“ - განმარტავს ხორხე დუარტე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss