| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა ქვეყანაში დამატებით Pfizer-ის 2 მლნ დოზა ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა დაწყებული აქვს.
პრემიერი ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება დამატებით ქვეყანაში ჩინური ვაქცინების შემოტანის პრობლემას არ არის.
ეპიდემიოლოგების გათვლებზე დაყრდნობით, პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში აცრილთა რაოდენობამ შესაძლოა 2 მლნ-ს მიაღწიოს. თუმცა გამოწვევებს შორის ასახელებს არჩევნებსაც, მისი გადადების შემთხვევაში კი ოპოზიციის მხრიდან თავდასხმას ელის.
"შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი, აქედან 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. ჩვენ ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ჩვენი ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ. სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად ეკონომიკის ზრდის ტემპს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss