| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისის აეროპორტში ახალი მიმართულებების დამატებას განიხილავს.
დეტალებზე კომპანიის მენეჯმენტმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებთან იმსჯელეს.
Wizz Air-ის დირექტორი ოვეინ ჯონსი ავიამიმართულებების განვითარების, შესყიდვებისა და იურიდიული მიმართულებით კომპანიის მუშაობას საქართველოში ნაყოფიერად აფასებს.
"ქუთაისი არის ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ნაყოფიერი იყო 2012 წელი, როდესაც Wizz Air-მა ქუთაისის მიმართულებით დაიწყო ფრენა. ჩვენი ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო და ეს ძალიან გვახარებს. ახლა ვდგავართ კიდევ უფრო მეტად გალამაზებულ ახალ ტერმინალში, რაც მოწმობს იმას, თუ რა შეუძლია მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ვაგრძელებთ განვითარებას, - განაცხადა ოვეინ ჯონსმა.
ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30 ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა და ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძე ამბობს, რომ Wizz Air-ი საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა გრძელდება.
ავიაკომპანიის მენეჯმენტი შეხვედრებს დღეს თბილისში გამართავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss