ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკის სპეცკურსი საუკეთესოა ბაზარზე
24 აგვისტო, 2021, 11:15
ბაზისბანკის სპეცკურსი საუკეთესოა ბაზარზე

თბილისი (GBC) - დღეიდან, ბაზისბანკში სავალუტო ოპერაციების განხორციელება, ბანკის არსებული, თუ პოტენციური კლიენტებისათვის, უპრეცედენტოდ ხელსაყრელი გახდა. მომხმარებლისთვის, ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსით კონვერტაციის განხორციელება, როგორც ბაზისბანკის ციფრული არხების მეშვეობით, ასევე, უშუალოდ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ვიზიტისას არის შესაძლებელი.

„მოხარული ვართ, რომ  მოგვეცა შესაძლებლობა, რეალურად დავანგრიოთ აქამდე არსებული სტერეოტიპი – „ბანკში კონვერტაცია ძვირია და გარეთ უკეთესი კურსია“. დღეიდან, ჩვენი საცალო მომხმარებელი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, ბაზისბანკში მიიღებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო კურსს და სავალუტო ჯიხურში კონვერტაციის დისკომფორტს სამუდამოდ დაივიწყებს, ყველა სასურველ ოპერაციას განახორციელებს ერთ წერტილში, იქნება ეს ბაზისბანკის სერვისცენტრი, თუ დისტანციური, ციფრული არხი“. - გიორგი მაქაცაია, ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ, პირველმა, სწორედ ბაზისბანკმა გამოიტანა ბაზარზე ისეთი ციფრული სახაზინო პროდუქტები, როგორიცაა ბლუმბერგის BMatch პლატფორმა - საუკეთესო შესაძლებლობა მსხვილი კონვერტაციებისათვის. ასევე, პირადი დილერის სერვისი და უპრეცედენტო და წარმატებული პროდუქტი „მოიპოვე ოქრო“, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები