ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საგარეო ვალი $8 მლრდ-ს აჭარბებს
23 აგვისტო, 2021, 20:06
საგარეო ვალი $8 მლრდ-ს აჭარბებს

თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო ვალი, 2021 წლის 31 ივლისის მონაცემებით, 8.002 მლრდ დოლარია, მაჩვენებელი $1.4 მლრდ-ით არის გაზრდილი წლიურ ჭრილში.

სამაგიეროდ ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ივლისში წინა თვესთან შედარებით, $14 მლნ-ით არის შემცირებული. პანდემიის პირობებში ეს უკვე მეორე თვეა რაც მაჩვენებელი თვე თვესთან შედარებით მცირდება.

საგარეო ვალი კიდევ უფრო სოლიდურად არის შემცირებული ეროვნულ ვალუტაში. ივლისში ივნისთან შედარებით საგარეო ვალი ლარში 332 მლნ ლარით ₾25.002 მლრდ-მდე შემცირდა.

საგარეო ვალი პანდემიით გამოწვეულ პრობლემების ფონზე გაიზარდა. ქვეყანამ დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, ფინანსური რესურსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოიზიდა და მისი მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 60%-იან ნიშნულზეა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საბაზისო სცენარით ამ ნიშნულს ქვემოთ ჩამოსვლა წელსვე დაიწყება.

"2025 წელს ვალის მოცულობა მშპ-ს 53%-მდე ჩამოვა“, - განაცხადა ივნისის დასაწყისში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტების $5.45 მლრდ-ის ვალი აქვს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 1.568 მლრდ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები