| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ჯეო ჰოსპიტალს“ის ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი მოსახლეობისთვის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მართობასშტაბიან კამპანიაში ჩაერთო და დამატებითი იმუნიზაციის კაბინეტები საჯარო სივრცეში გახსნა.
ზესტაფონის მეორე საჯარო სკოლის შენობაში ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ექიმები დღეს დილიდან აცრის მსურველებს მათივე არჩევანის შესაბამისი ვაქცინებით ცრიან .
"ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში მოქმედ იმუნიზაციის კაბინეტებში დღეში 500ზე მეტი აცრა ტარდებოდა , თუმცა მოსახლეობის მხრიდან მომატებულმა აქტივობამ დაგვანახა დამატებითი რესურსების მობილიზების აუცილებლობა „-განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ებანოიძემ. მისივე თქმით არსებულ ეპიდსიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი მასიური იმუნიზაციაა. ებანოიძის განცხადებით აქტივობა საკმაოდ მაღალია და ვაქცინაციის პროცესი ყოველგვარი უკუჩვენებების ფონზე მიმდინარეობს .
გაცნობებთ, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ - მასიური იმუნიზაციის კამპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩართული. ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის ვაქცინით აცრები ერთდროულად ქსელის ფარგლებში მოქმედ 14 სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.
ვაქცინაციის ხელშემწყობი კამპანიის ფარგლებში ,,ჯეო ჰოსპიტალს“მა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ტიპის კვლევებზე სპეციალური მომსახურების ფარგლებში "სამოტივაციო პაკეტები“ დააწესა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss