| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში შესაძლოა დამატებითი კოვიდრეგულაციები ამოქმედდეს.
საბანკო ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სექტორში დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია და ექსპერტების ჩართულობით განიხილება დამატებითი რეგულაციების შემოტანა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თუმცა ამავდროულად დადებითი მაგალითის მისცემად სხვა დამსაქმებლებისა და სექტორისთვის.
ასოციაცია განმარტავს, რომ საბანკო სექტორში მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება და ამავდროულად დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ფილიალებში.
"ვაქცინაციის მხარდასაჭერად ბანკებში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, აგვისტოს მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, ბანკები აქტიურად აგრძელებენ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.
ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, შესაბამისად პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც.
რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss